რეზონანსი
17.12.2018

 "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არ იყო ინაუგურაციაზე მიწვეული და რომც ყოფილიყო, მაინც არ მივიდოდა:

„ინაუგურაციის ცერემონია იყო სამარცხვინო. ეს არ იყო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად კურთხევა. ჯერ ერთი, სამარცხვინო იყო იმის გამო, რომ ვერ გაბედეს დედაქალაში ინაუგურაციის ჩატარება და ამის გამო საგანგებოდ შეცვალეს კანონი. მე, რა თქმა უნდა, პატივისცემას ვუდასტურებ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩამოვიდა, მაგრამ უმეტესობა არ იყო მაღალი რანგის სტუმარი. უკრაინიდანაც კი, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამ ქვეყნიდან ჩამოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილე. ევროკავშირიდან ყველა ვინც ჩამოვიდა, იყო მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირი და არცერთი მოქმედი. ბატონებო, ეს ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე ალიყური“. -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×