რეზონანსი
17.12.2018

 ჯარისკაცი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, ამბობს, რომ მეთაურმა სასტიკად სცემა. დაშავებული რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიაში "რუსთავი 2"-ში მრავალი დაზიანებებით მივიდა. დავით ბერიშვილის მტკიცებით, მას პოლკოვნიკი ბიბინიძე გაუსწორდა. 

ჯარისკაცი ამბობს, რომ მას შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც პოლკოვნიკმა კაბინეტში შეიყვანა და სცემა.

ჯარისკაცს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული.

"ნიუპოსტი" დაუკავშირდა თავდაცვის სამინისტროს, სადაც აცხადებენ, რომ მომხდარზე განცხადება ხვალ გაკეთდება.თავდასხმა შეიარაღებული ძალების სამხედროზე - ჯარისკაცი ამბობს, რომ მეთაურმა სასტიკად სცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×