რეზონანსი
17.12.2018

 ნაცმიძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ წინასწარი მოთავსების იზოლატორში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიაყო. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებული ბრალდებას არ ეთანხმება. 

"ბატონი დავითი აცხადებს შიმშილობას. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. იგი არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ხელისუფლების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ ადამიანს როდესაც უზღუდავ უფლებას, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, ეს არის გადაადგილების, გამოხატვის უფლება და ამ დროს საუბარი პოლიციის მუშაკზე თავდასხმაზე, მისი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, არის ზედმეტი. ბრალს არ აღიარებს", - აცხადებს ადვოკატი.

დავით კირკიტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის სამხარეო სამმართველოშია გადაყვანილი. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ის ლიდერები, რომლებთან ერთადაც დავით კირკიტაძე გურჯაანში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×