რეზონანსი
17.12.2018

 (რეზონანსი) მარნეულის მერმა, რომელიც წინასწარ პატიმრობაში ღირსების შემლახველი და დამამცირებელ მოპყრობის ბრალდებით იმყოფებოდა, "ქართული ოცნების" ოფისში საიდუმლო შეხვედრა გამართა.

"კურიერის" ინფორმაციით ციხიდან გირაოთი გათავისუფლებული თემურ აბაზოვი პირადად პარტიის თავმჯდომარეს შეხვდა და ამ გასაიდუმლოებულ აუდიენციას პრემიერმინისტრიც ესწრებოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ აკონკრეტებენ, განიხილება თუ არა აბაზოვის პოლიტიკაში დაბრუნება. ეკა ბესელია ამბობს, რომ აბაზოვს თუ პოლიტიკური აქტიურობის სურვილი აქვს, ამას ვერავინ აუკრძალავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×