რეზონანსი
17.12.2018

 (რეზონანსი) მუხლი რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დააკავეს, 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კირკიტაძეს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

დავით კირკიტაძე ცოტა ხნის წინ კახეთის გზატკეცილზე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×