რეზონანსი
17.12.2018

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობისა" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ამ საკითხზე უწყებაში 18:00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.

კირკიტაძე დაკავების პროცესში მის თანაგუნდელ ნიკა მელიასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, პირები, რომლებმაც კირკიტაძე დააკავეს, თავდაპირველად მათ მანქანას უთვალთვალებდნენ, შემდეგ კი დააკავეს.

მათთვის ამ დროისთვის უცნობია, სად ჰყავთ გადაყვანილი კირკიტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×