რეზონანსი
17.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის მიუხედავად, პლენარული სხდომები ქუთაისში გრძელდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პარლამენტის თბილისის შენობა პლენარული სხდომების ჩასატარებლად მზად არ არის.

„ყველა შემთხვევაში, ქუთაისში უნდა გაიმართოს სხდომა, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის თბილისში მოწყობილი", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ბიუროს წევრებმა საკითხს კენჭი უყარეს და გადაწყდა, რომ სხდომა ქუთაისში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×