რეზონანსი
17.12.2018

 (რეზონანსი) Georgian Airways-ის "მოსკოვის მოყვარულმა მფრინავმა", რომელიც ფრენებიდან რუს ავიამეთვალყურეებთან არაფორმალური საუბრის გამო მოხსნეს, სამსახურის ახალი შეთავაზება მიიღო.

რუსი დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანია პაბედა (გამარჯვება) მზად არის პილოტი რუსეთისადმი დიდი სიყვარულის გამო დაასაქმოს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეი კალმიკოვმა ტვიტერზე დაწერა.

"ძვირფასო გენაცვალე. მედიაში წერენ, რომ თქვენ ფრენებიდან მოგხსნეს რუსეთისადმი დიდი სიყარულის გამო. გიწვევთ გაიაროთ ტესტირება Pobeda-ში და იფრინოთ ჩვენი ახალი თვითმფრინავებით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ პროფესიონალიზმსა და იუმორის კარგ გრძნობას", - წერს კალმიკოვი.

ინფორმაცია Georgian Airways-ის მფრინავის შესახებ, რომელიც მოსკოვში ჩაფრენისას ავიამეთვალყურეებს "პატარა ქართველით" ეცნობა და "დიდ მოსკოვს" საყვარელოთი მიმართავს On.ge-მ გაავრცელა. თავდაპირველად, კომპანიაში განაცხადეს, რომ მომხდარზე ინფორმაცია არ ჰქონდათ და გამოკვლევის შემდეგ ექნებოდათ "შესაბამისი რეაგირება", თუმცა არ დაუკონკრეტებიათ ამაში რა იგულისხმებოდა.

სტატიის გამოქვეყნების მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ მფრინავი დროებით მოხსნეს ფრენებიდან. თუმცა, კომპანიას ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×