
5-სა და 35 წლის მამაკაცები, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ, 21 წლის მამაკაცი კი გარდაიცვალა. დაშავებულები ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული არიან მოთავსებულები და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
როგორც "პრაიმტაიმის" ჟურნალისტი იუწყება, დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები და მათი სტუმრები არიან. ისინი სახლში მისულმა დიასახლისმა იპოვა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, ერთი გარდაცვლილი და ორი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დღეს დილით ნახეს.
"ვინც დაღუპულია ჩემი დეიდაშვილის შვილია, სულ სამნი იყვნენ. გარდაცვლილი მისი ბიძა და მეგობარი. სავარაუდოდ, გაზით არის მკვდარი, მაგრამ იქ სხვა რაღაცეებიც არის. ექსპერტები ნახავენ და დაადგენენ. ის სხვა რაღაცეები ნარკოტიკული საშუალებაა. დილით რომ მიაგნეს, გაზი იყო ჩართული, მაგრამ მიზეზი მაინც მოსაწევი მგონია“, - განაცხადა ზვიად ლაფაჩმა გარდაცვლილის ნათესავმა.
ორი დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.
„დილით დაახლოებით 11 საათზე შემოიყვანეს ორი მამაკაცია, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამ ეტაპისთვის მათი მდგომარეობა მძიმეა“ - განაცხადა ჰოსპიტალის ექიმმა იგორ გეორგიანმა.