(რეზონანსი) კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან - მომავალი კვირის დასაწყისში ანუ ორშაბათს, გუნდის შესახებ პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სავარაუდო უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მრჩეველთა ჯგუფში მოიაზრება რამდენიმე პირი, თუმცა პრეზიდენტს მათ დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„კვირის ბოლოს ან ყველაზე გვიან - მომავალი კვირის დასაწყისში ან ორშაბათს, პრეზიდენტი თავად გამოაცხადებს გუნდი შესახებ, ჯერ რამდენიმე თანამდებობაზე მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, საუბარია მრჩეველთა ჯგუფის შერჩევაზე. პრეზიდენტი არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა აქვე მისი პოზიციაა, რომ ყველას შეთავაზება ექნება, ერთად 6 თვე იმუშაონ. თუ გაამართლებს კონკრეტული ადამიანი, ალბათ ჩემი ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტთან მუშაობას გააგრძელებს", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე ჰქონდა.