რეზონანსი
17.12.2018

 (რეზონანსი) თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც დააკავებენ ზონდერებს, ვინც შეგვიზღუდეს პროტესტი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

როგორც კირკიტაძე აცხადებს, არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და დაბარების შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოში მისცემს ჩვენებას.

„არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას დავემორჩილო და სადმე მივიდე. თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც დააკავებენ ზონდერებს, ვინც შეგვიზღუდეს პროტესტი. ვიდეოში აშკარად ჩანს პოლიციამ შეგვიზღუდა გადაადგილების უფლება. ჩვენ გვქონდა სატრანსპორტო საშუალებების გაწევის მცდელობა, რათა გზა გაგვეგრძელებინა. ჩანს, რომ პოლიციელები გვაყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩანს, ვინ დაიწყო ჩხუბი, პროვოკაცია და ეგ კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ტიპის სამართალდამცავებთან გვაქვს საქმე. მოგიწოდებთ, უყუროთ თავიდან ბოლომდე და ჩანს ვინ ჩაგვიხერგა გზა", - განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძე გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×