(რეზონანსი) ევროპულობას იბრალებს და ყოველი მისი ნაბიჯი დღემდე არაევროპული იყო - ამ განცხადებას "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე სალომე ზურაბიშვილსა და ინაუგურაციაზე საუბრისას აკეთებს.
ბარამიძის თქმით, ზურაბიშვილი "მილიარდერის დაფინანსების" გარეშე დეუპტატიც კი ვერ გახდებოდა:
"ჯერ ერთი, არანაირ მილიონ 200 ათასს მისთვის ხმა არ მიუცია, დაახლოებით რამდენიმე ასეულ-ათასი ბიულეტენი გაყალბდა და ჩაყარეს. ეს ჩვენ ვიცით და დამტკიცდა კიდეც ჩანაწერების სახით. მეორეც, სალომე ზურაბიშვილი დეპუტატიც ვერ გახდებოდა, მილიარდერს რომ არ დაეფინანსებინა და არ გაეთრია.
აქ, უბრალოდ, დენიკინისდროინდელი დაქალები და ძმაკაცები რომ ჰყავს, ის ვიწრო წრე თუ მისცემდა ხმას და საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც არჩევანი არ ჰქონდა და არ უნდოდა, "ნაციონალების" კანდიდატი გასულიყო, იძულებით მისცა ხმა", - განაცხადა ბარამიძემ "ალიასთან".