რეზონანსი
17.12.2018

 მმართველი გუნდის წარმომადგენლები გუშინ, კახეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელებს პოლიციამ გზა გადაუკეტა და თელავში ჩასვლა ვერ შეძლეს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეების გამოხატვის უფლებები არ დარღვეულა. დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა საზოგადოებას და ოპოზიციის ლიდერებს დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაახსენა.

„ტრამპის ინაუგურაცია გახსოვთ? სააკაშვილი რომ იყო იქ, სადღაც იყო და ვერ მივიდა. ასე არ არის, სადაც გინდა მიხვალ და რომელი გზითაც გინდა წახვალ. რა შეეზღუდათ, ტელევიზორი ჩართეთ, ბავშვები ხომ არ ხართ. იქ რაც დაინახეთ მუშტი-კრივი, პოლიციელების მიმართ დამოკიდებულება, ასეთი რამე რომელიმე ქვეყანაში მაჩვენეთ. რა შეეზღუდა, რა გამოეზღუდა...“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×