რეზონანსი
17.12.2018

 პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე გუშინდელი ინაუგურაციისა და ინციდენტის ფაქტების შეფასებას აკეთებს:

"სააკაშვილის პრეზიდენტობისას რომ მომხდარიყო ასეთი რამ - აქციის მონაწილეები თავს დასხმოდნენ პოლიციელთა მანქანებს, მინები ჩაემსხვრიათ ავტობუსებისთვის, ქვები დაეშინათ სამართალდამცავებისთვის... ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა პოლიცია! ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ, ძვლებს დაულეწავდნენ და მიმდებარე სასაფლაოებზე დაყრიდნენ.

ძალიან მძიმე განცხადებები მოვისმინეთ ნიკა მელიასა თუ გრიგოლ ვაშაძისგან. ხელისუფლების დამხობისკენ იყო მოწოდებები. რაც მეტად დაუთმობენ, უფრო მეტს გააკეთებენ. ინაუგურაციის წინ სააკაშვილმა მათ მისცა დავალება - ვითარების უკიდურესად გამწვავება. ამიტომაც არ მიიღო ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ აქციაში მონაწილეობა.

რადიკალიზმი და აგრესია მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ისინი ცდილობენ, უფრო გააღრმაონ საზოგადოებაში გაჩენილი ბზარები და მუდმივი დესტრუქციის პირობებში გვაცხოვრონ. გაზაფხულზე ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას ეცდებიან. იქნება თუ არა ეს პროტესტი პოლიტიკურად შედეგიანი, "ქართულ ოცნებაზე" იქნება დამოკიდებული", - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" არეშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×