რეზონანსი
17.12.2018

 გუშინდელ ძალადობაში შემჩნეული ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირ­კი­ტა­ძე ამბობს, რომ ის თა­ვად აპირებს პო­ლი­ცი­ა­ში მისვლას.

"ჩემს სახ­ლთან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. აბ­რა­ხუ­ნებ­დნენ კა­რებ­ზე. მას შემ­დეგ, რაც და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გობ­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს, მათ და­ტო­ვეს სა­დარ­ბა­ზო და შორი-ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბი­ან. ახლა მე თვი­თონ ვემ­ზა­დე­ბი და ვა­პი­რებ, რომ გა­და­ვი­დე პო­ლი­ცი­ა­ში.

დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლი­ათ გი­თხრათ, ეს არის აგო­ნი­ა­ში მყო­ფი მში­შა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ამ მე­თო­დით ეურ­თი­ერ­თონ ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხალ­ხს" - გა­ნა­ცხა­და და­ვით კირ­კი­ტა­ძემ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ დრო­ის­თვის კირ­კი­ტა­ძის კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რედ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, და­ვით კირ­კი­ტა­ძის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×