რეზონანსი
17.12.2018

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1986 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამიდას, 1951 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და ცხედარი დამარხვის მიზნით სარდაფში გადამალა. 15 დეკემბერს ცხედარი გარდაცვლილის ნათესავებმა აღმოაჩინეს და ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობეს. ნ.მ. მიიმალა, თუმცა, მომხდარიდან მეორე დღეს პოლიციამ იგი სადახლოში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 7-დან 15 წლამდე ციხე იმუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×