რეზონანსი
17.12.2018

 გაერთიანებული ოპოზიცის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი მის სახლში შესვლას ცდილობენ. როგორც დავით კირკიტაძემ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იგი ადვოკატის მისვლას ელოდება, რის შემდეგაც გეგმავს სამართალდამცველების სახლში შეშვებას.

„სადარბაზო სავსეა პოლიციელებით. ახლა ვურეკავ ჩემს ადვოკატსაც. ჩემი მეზობლები მზად არიან რომ შემოვიდნენ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი რამე ისეთი ნივთი არ დადონ სახლში. მათგან ყველაფერი არის მოსალოდნელი.ამიტომ მოვემზადები და მომზადებული გავუღებ კარს" - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×