თამარ ჩიქოვანი სოციალურ ქსელში ფოკაში მიმდინარე დიდი დაპირისპირების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას:
"რამდენიმე დღის წინ ფოკელებმა, ერთერთი თანასოფლელის სახლი და მანქანები გადაწვეს, დიდიან პატარიანა ამ აგიზგიზებული სახლის გარშემო შეიკრიბნენ და ცეკვავდნენ და ზეიმობდნენ. ის ლეონა, დედათა მონასტრის შესახვევში ცხოვრობს და დედებთან კარგი დამოკიდებულება აქვს. დედებს თავად დაურეკა და თხოვა არ გამომესარჩლოთ, თორემ თქვენც იგივე დღე დაგადგებათო.... ადგილზე მყოფმა პატრულმა, მხოლოდ ის შესძლო რომ ლეონა და მისი ოჯახი ჩუმად გაეპარებინა, მეტზე დიდად თავიც არ გამოიდეს...
სახანძრო მანქანები სოფელში არ შეუშვეს, თუ ჩვენს სახლებსაც წაეკიდება ცეცხლი, მარტო მაშინ შემოგიშვებთო. მეორე დღეს გათამამებულმა სომხებმა მეუფე ნიკოლოზის სახლები გადაწვეს...
საბოლოო ჯამში ხდება ის, რომ იღუმენია ელისაბედის და ფოკელი დედების რუდუნებით ნაშენები ურთიერთობა ჯავახეთის მოსახლეობასთან, ერთი ხელის მოსმით ინგრევა, მათი ნაკეთები ქართული საქმე შეიძლება ერთ წამში მიწასთან გასწორდეს. საქმე კი მართლაც ბევრი აქვთ გაკეთებული, მერწმუნეთ! ოცი წელიწადია ფოკაში დავდივარ და ის, რომ დღეს ფოკელი ბაშვები შეკითხვაზე ქართულად გპასუხობენ, მხოლოდ და მხოლოდ ამ დედების დამსახურებაა. მე ის დროც კარგად მახსოვს, მანქანაში ჩამალული, რომ ჩავდიოდი ფოკაში".
გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი იყო პირადი გარჩევა და საერთო არ აქვს ეთნიკურ კონფლიქტად. ასევე ცნობილია, რომ ადგილობრივები ჩადენილ საქციელს სოფლის კანონს უწოდებენ და დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.