რეზონანსი
17.12.2018

 მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს და მისი გავრცელების თხოვნით საინფორმაციო სააგენტოებს მიმართავს.

"ბატონო გია Gia Tvauri , მე და ძალიან ბევრი ადამიანი მოვითხოვთ, რომ თქვენნაირი ამორალური ხალხისგან გაგვანთავისუფლოს "ქართულმა ოცნებამ"! თქვენ და თქვენი ოჯახი, ეტყობა ვერ ხვდებით საერთოდ სად ხართ, რომელ გუნდში და რა მოცემულობაში! ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნებში იცით, რატომ აიღო ამხელა პროცენტი? თქვენნაირი ადამიანები, რომ არიან "ქართულ ოცნებაში", ზუსტად ამიტომ! თქვენი მეუღლე ამ პერიოდის განმავლობაში იყო დაკავებული მხოლოდ ჩვენი შეურაცხყოფით! ეს არის უზნეობა! თქვენნაირებმა ჩაგვაგდეს ჩვენ ამ მდგომარეობაში! დროა მიბრძანდეთ სახლში. ჩვენ ვიბრძოლეთ და თურმე თქვენ, გუნდის წევრი, მშვიდად უყურებდით თქვენი მეუღლე როგორ ქილიკობდა ჩვენზე? იქონიეთ სინდისი და დატოვეთ თანამდებობა! ცოლი თუ არ ითვალისწინებს თქვენს თანამდებობას, თქვენ ამხელა სტრუქტურას მით უმეტეს ვერ გააკონტროლებთ!

"ქართული ოცნება" დროა ასეთებს მიხედოთ! 2020-ში ასეთები დაგვღუპავენ!" - წერს ქარსელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×