რეზონანსი
17.12.2018

 ჟურნალისტი ლელა რაზიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დედის ციცინო ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს: 

„...პატრული თითქმის არ ჩანს. სოფლის გადასახვევთან დგანან ძირითადად, გზას უჩვენებენ ხალხს. სახლიც არ არის ისეთი დიდი, როგორიც მისი პატრონის სახელის გამგონეს წარმოუდგენია. უამრავ ბევრად ნაკლების მქონეს, ბევრად დიდები აქვთ ხოლმე წამოჭიმული. ეზო დავარცხნილი, სამეზობლო და საერთოდ მთელი სოფლის სახლებსაც მათი ხელი ეტყობა. ხალხი მილეთის, ბუნებრივია... ოჯახი ფეხზე დგას და იღებს სამძიმრებს, ბოლო მიმსვლელამდე... შვილებს რა უჭირთ, დაბინავებულია ყველა, აი გარეშემო სოფლები და მთელი მხარის გაჭირვებულები კი დაობლდნენ... ამბობენ, ბევრი რვეული ჰქონია, იწერდა, ვინ მიდიოდა, რა უჭირდა და მერე ეხმარებოდა... ისინიც მიდიოდნენ, ითხოვდნენ და ეძლეოდათ, ითხოვდნენ და ეძლეოდათ და ასე დაუსრულებლად... ...ღმერთმა ნათელი გზა მოგცეს, ქალბატონო. ბევრის, ძალიან ბევრის იმედი წახვედი...“ - წერს ლელა რაზიკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×