რეზონანსი
17.12.2018

 ჟურნალისტ ელისო კილაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან მორატორიუმი დაასრულა. მისი თქმით, ნაცმოძრაობა არ არის ფორმაში და ვერც აქტივისტების მობილიზება შეძლო, რაც კარგად გამოჩნდა თელავში:

"გაერთიანებული ოპოზიცია ფორმაში არაა, შეცდომას შეცდომაზე უშვებს, არ არსებობს გრძელვადიანი (და არც მოკლევადიანი) გეგმა ხელისუფლების შესაცვლელად. კამერებთან კეკლუცი მარაზმში გადადის, გულზე მჯიღის ცემასთან ერთად.

არანაირი ათი ათასი კაცი და 800 ავტომანქანა დღეს ოპოზიციას არ ყავდა, თელავში ხალხის მობილიზაცია არ მოხდა!

ეს არის მწარე სიმართლე და ეგზალტირებული აქტივი ნუ შემოფრინდებით სტატუსზე!

ხელისუფლებასთან ერთად, მოგიწევთ ჩემი კრიტიკის ატანა! მორატორიუმი დასრულებულია!“ – ამბობს კილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×