2 წლის ბავშვი, რომელმაც სავარაუდოდ, წნევის წამალი დალია, უმძიმესი მდგომარეობით ჯერ ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკაში შეიყვანეს, ხოლო შემდეგ რეანომობილით თბილისში გადაიყვანეს. ბავშვს პირველადი დახმარება აგდილზე გაეწია, ის კონტაქტური არ არის.
"ველოდებით ბრიგადას თბილისიდან და იქ მოხდება პაციენტის გადაყვანა", - აცხადებენ კლინიკაში.
ოჯახის ახლობლმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, რომ ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც დედა მეორე ბავშვს აძინებდა, 2 წლის ბავშვი კი ოთახში თამაშობდა, წამლების კარადა გამოაღო, რის შემდეგაც, სავარაუდოდ წნევის წამლები მიიღო. გავრცელებული ცნობით, პატარა სოფელ ნიგვზიანის მკვიდრია.