რეზონანსი
17.12.2018

 შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გურჯანის საავადმყოფოში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაშავებული 7 პოლიციელი მოინახულა. როგორც მინისტრმა განაცხადა, თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდება.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, თითოეულ ფაქტზე იქნება ჩატარებული სრულფასოვანი გამოძიება. იქ, სადაც დადასტურდება ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების შედეგად პოლიციის მიმართ მიყენებული ან ფიზიკური, ან სიტყვიერი, ან სხვა სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა, ისევე როგორც პროტესტანტების მხრიდან, ყველა შემთხვევა იქნება გამოძიებული დეტალურად. ყველა აგებს პასუხს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დეპუტატი იქნება ეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ადგილობრივი ხელისუფლების, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი თუ ვინც არ უნდა იყოს", - განაცხადა მინისტრმა.

ნაციონალების აქციაზე დაშავებული პოლიციელების ნაწილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გამოკვლევების და შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ისინი საავადმყოფოდან გაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×