რეზონანსი
16.12.2018

 "ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფი "ძალა ერთობაშია" აცხადებს, რომ აქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, 17 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში წარადგენს. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ თქვა. ამასთან, ოპოზიცია მხარდამჭერებს მოუწოდებს, ვისაც სურვილი აქვს კარვებში დარჩეს, ნაწილი კი ხვალინდელ დღეს და ლიდერების მიერ გაცხადებულ გეგმას დაელოდოს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა ტერიტორია დატოვა.

ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შსს-მ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაკეტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×