რეზონანსი
16.12.2018

 კახეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტების დროს დაშავებული პოლიციელებს თელავის საავადმყოფოში პირველადი დახმარება და სამედიცინო კვლევები უტარდებათ.  

"ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე აქციის დროს, 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა პოლიციელების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. უკვე ყველა დაშავებული პოლიციელი გადაყვანილია თელავის საავადმყოფოში, უტარდებათ პირველადი დახმარება, ასევე, გამოკვლევები. სათანადოდ შეფასდება პოლიციელებზე თავდასხმის ყველა ფაქტი და უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ის პირი, ვისი ბრალეულობაც დადასტურდება," - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა გიორგი გორელიშვილმა. 

დაშავებული პოლიციელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებთან თელავის საავადმყოფოს ექიმმა მარინა ქართლელიშვილმა ისაუბრა. 

„შემოყვანილ ავადმყოფებს. უტარდებათ ამ ეტაპზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები და იმყოფებიან ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშ. დაზიანებები აღენიშნებათ და შესაბამისად, როგორც გითხარით უტარდებათ გამოკვლევები. დარჩებიან თუ არა კლინიკაში, მათი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე გადავწყვეტთ. ჯერჯერობით იმყოფებიან აქ დაკვირვების ქვეშ.“ - განაცხადა თელავის საავადმყოფოს ექიმმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×