რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) სალომე ზურაბიშვილი საინაუგურაციო სიტყვაზე ორი კვირის განმავლობაში თავად მუშაობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ლაშა ჟვანიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა თავად დაწერა ის სიტყვა, რომელიც მხოლოდ გრამატიკულად და სტილისტურად გასწორდა, გზავნილებთან დაკავშირებით მისთვის რჩევა არავის მიუცია.

ამასთან, ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს პატრიარქს, რათა მან საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოფიციალურად შეუდგეს მუშაობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×