რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) პოლიციელის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო სახალხო დამცველს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოწოდებების საპასუხოდ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ სურვილი ავტომობილებით თელავის ცენტრის მოეხდინათ ბლოკირება და ჩაეშალათ ინაუგურაცია.

„სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, დღეს ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა უზრუნველეყო მომიტინგეთა თელავის მიმართულებით გადაადგილება, აქციის ორგანიზატორებს კი მიმართა, რომ არ დაერღვიათ კანონმდებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×