რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) „ჩვენი თანამშრომლები არიან დაშავებული და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ვარკვევთ," -აცხადებს საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე.

თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ ამ დროის ინფორმაციით, სამი პოლიციელია დაშავებული.

მისივე თქმით, ოპოზიციას გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდათ და ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ყვარლის მიმართულებით წავიდნენ.

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სამართალდამცავებს ხელი არ შეუშლიათ აქციის მონაწილეებისთვის ფეხით გადაადგილებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×