რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) მე, პირველ რიგში თავად მივცემ მაგალითს ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის პატივს სცემს ამომრჩევლებს, რომლებმაც არჩევნებში ხმა მას არ მისცეს.

„თელავიდან კარგად ჩანს გასავლელი გზა: ქვეყნის გაერთიანება, საზოგადოების დამშვიდება, გაძლიერება და ევროპაში ჩვენი ადგილის დამკვიდრება. ეს არის ჩემი უმთავრესი მიზანი. ჩვენ წლები დავკარგეთ პოლიტიკურ დაპირისპირებაში. მე, პირველ რიგში თავად მივცემ მაგალითს, ჩემს თანამოქალაქეებს და დავარწმუნებ მათ, რომ საქართველოს განვითარებისა და გამთლიანებისთვის ეროვნული თანხმობა არის არსებითად მნიშვნელოვანი. მე გადავწყვიტე, დღეს, აქ ჩამოვსულიყავი, აქ დამედო ფიცი და აქედან მიმემართა ფართო საზოგადოებისთვის, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც დამაკლდა მხარდაჭერა. მადლიერი ვარ მათი, ვინც არჩევნებში ხმა მომცა, მადლიერი ვარ „ქართული ოცნების", რომელმაც როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დამიჭირა. დემოკრატიული ნაბიჯი გადადგა. პატივს ვცემ მათ, ვინც ხმა არ მომცა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×