რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა, რომ ინაუგურაციის ღონისძიებამ, ამ ზეიმმა წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიაროს, - აღნიშნული განცხადება თელავში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

გახარია ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც უსაფრთხოების ზომებს პირადად გაეცნო.

„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე - საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია. სამართალდამცავები ისეთ ღონისძიებებს იღებენ, რაც საჭიროა, რომ ამ ღონისძიებამ, ამ ზეიმმა წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიაროს. ყველას, ვინც მოწვეულია ღინისძიებაზე, საშუალება ექნება, რომ დაესწროს ღონისძიებას მშვიდ გარემოში. რაც შეეხება ადგილობრივებს, მათთვისაც ეს ტერიტორია იქნება ღია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×