რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გურჯაანში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს შეუძლიათ თელავამდე ფეხით მივიდნენ.

„პირველი რადიოს" ცნობით, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ არის დაშავებული. მას დაზიანება სახის არეში აღენიშნება.

დაშავებულის განცხადებით, მას რამდენიმე პირი თავს დაესხა. მამაკაცი სასტიკად არის ნაცემი. როგორც დაშავებული ამბობს, მას ფიზიკურად ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×