რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) „არ ვიცი ინაუგურაციამდე მოვასწრებთ თუ არა ფეხით თელავში ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ," - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ველისციხესთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის კოლონა გადაკეტილი გზის მიუხედავად, თელავისკენ გადაადგილებას ცდილობს.

პოლიცია მათ ყვარლის გზით წასვლას სთავაზობდა, თუმცა ვაშაძის განცხადებით, ტყუილია, რომ ყვარლის გზა თავისუფალია. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, გზა გადაკეტილია გრემთანაც.

„გადაადგილების თავისუფლება მოგვპარეს, მერე ხმის უფლებასაც მოგვპარავენ და მავთულხლართებს შემოავლებენ ჩვენს ბინებს, რომ გარეთ არ გამოვიდეთ. გომბორზე არ გადახვიდეთო, არ გადავედით, 40 კმ/სთ სიჩქარით მოვდიოდით. მოიყვანეს ვიღაც ბანდერლოგი კუპატაძე. მაგას პოლიციელის ფორმა როგორ შეიძლება ეცვას და რაღაც ზღაპარს მიყვება უსაფრთხოების ზომაზე. ჯერ ერთი ვის იცავენ? რას იცავენ? საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ თელავს? არ ვიცი მე ინაუგურაციამდე მოვასწრებთ თუ არა ფეხით თელავში ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×