რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) ოპოზიციის აქციის რამდენიმე მონაწილე სოფელ ველისციხესთან, გზის სავალ ნაწილზე დაწვა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გზა სატვირთო ავტომანქანებითაა გადაკეტილი.

ერთ-ერთი პირი, ვინც სატვირთო ავტომანქანის ბორბლებთანაა დაწოლილი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზია.

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილი ძალის გამოყენებით ცდილობს საპატრულო პოლიციის კორდონის გარღვევას და გზის გაგრძელებას, რის საშუალებასაც ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები არ აძლევენ.

აქციის რამდენიმე მონაწილემ საპატრულო პოლიციის მანქანების გაწევა და გზის გაგრძელება სცადა, რის გამოც ჩამსხვრეულია ერთ-ერთი ავტობუსის შუშა, რომელიც შს სამინისტროს ბალანსზეა და აღნიშნული ავტობუსით პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე დამატებითი ძალებია მობილიზებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×