რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, თელავამდე ჩასასვლელად, ყველაფერს გააკეთებენ.

„აქ დაგაყენეს სპეციალურად, რომ დრო დაგვეკარგა. იმ „ზონდერებს", რომლებიც აგურებითა და ქვებით დაგხვდნენ, უნდა აკავებდეთ. დააკავეთ „ზონდერები".

წარმოუდგენელი რაღაცაა, მართლაც სირცხვილია. რომ ჰკითხო, თითქოს აქციისთვის გასამართად ადგილი გამოგვიყვეს თელავში, თელავამდე ერთია საათის გზაა ჯერ და სად გადაკვიკეტეს, აქ არის ინაუგურაცია? კარგით რა, ჩალით ხომ არ არის დახურული ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებ, ავტობუსებს გადავწევთ ახლა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან დაპირისპირებაა. დაპირისპირება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები გზის მხოლოდ ყვარლის მიმართულებით გაგრძელების საშუალებას აძლევენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×