რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) კიევში სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „თემო სუხუმსკი" დააკავეს.

„კიევში დღეს ნაციონალური პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მორიგი ტურისტი დააკავეს - „კანონიერი ქურდი" მეტსახელად „თემო სუხუმსკი", - წერს უკრაინის კრიმუნალური პოლიციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავავ აბროსკინი ფეისბუქზე.

მისი თქმით, დაკავებულს არ ახსოვს, როგორ და რა მიზნით მოხდა ის უკრაინაში. აბროსკინის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდი სხვა კრიმინალებთან შეხვედრისას დააკავეს.

„ბოლო წლებია, ისინი კრანაში იკრიბებიან, როგორც ფუტკრები თაფლთან. რისთვის აგზავნის რუსეთის „ეფ-ეს-ბე" მათ ასეთი რაოდენობით ან ვინ ეძახით მათ ჩვენთან?", - წერს აბროსკინი.

უკრაინის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაკავებულს საქართველოში გაადეპორტებენ. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამგვარი პირების მიმართ მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს და მწუხარება გამოთქვა, რომ უკრაინაში არ მოქმედებს მსგავსი კანონმდებლობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×