რეზონანსი
16.12.2018

 (რეზონანსი) თელავში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდა მძიმე ტექნიკა და განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ხელკეტებითა და ფარებით არიან შეიარაღებულები.

პოლიციას გადაკეტილი აქვს ასევე იმ მოედანთან მისასვლელი გზები, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია აქციის გამართვას გეგმავს.

დღეს თელავში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფიცს დადებს. ინაუგურაციის პარალელურად კი გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×