რეზონანსი
16.12.2018

 საქართველოს მასშტაბით გრიპის ვირუსის ეპიდემიაა - უკანასკნელი დღეების განმავლობაში, კლინიკებს დიდი რაოდენობით პაციენტები აკითხავენ. სპეციალისტების განცხადებით, საქმე გვაქვს A ტიპის H1 ვირუსთან, რომელიც ხანგრძლივი მაღალი სიცხეებით გამოირჩევა.

„როგორც წესი, იწყება მაღალი ცხელებით და გამოხატული ინტოქსიკაციით, რასაც თან ახლავს ხველა და ყელის ტკივილი. თუ გრიპი თავიდანვე იწყება მძიმედ, რასაც ახლავს სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, სისხლნარევი ხველა ან ცხვირიდან სისხლიანი გამონადენი, ბავშვებში ზედმეტად აღგზნებულობა ან მივარდნილობა. ეს არის სიმპტომები, რომელიც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს“, - განუცხადა "ნიუპოსტს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×