რეზონანსი
16.12.2018

 კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის მამა თამაზ მოლაშვილი კიდევ ერთხელ მოვუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს პასუხი აგებინონ ყველას, ვინც სულხან მოლაშვლის წამებაში მიიღო მონაწილეობა.

„როდესაც მისი წამება დაიწყეს, თვალახვეულმა სულხანმა გიგა ბოკერიას ხმა ამოიცნო. მუსიკოსი იყო და კარგად განვითარებული ჰქონდა სმენა. სხვათა შორის, ეს ჩვენც მოგვიანებით გავიგეთ. არ უყვარდა ასეთ თემებზე ოჯახის წევრებთან საუბარი. დიახ, პირადად ბოკერია უსვამდა სულხანს საკითხს - თუ იტყვი, რომ სააკაშვილის შემოწმების შესახებ დავალება შევარდნაძისგან მიიღე, ხვალვე გაგიშვებთო. დიახ, გიგა ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც გააჩნდა დასაჭერი ხალხის სია!

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს: კეთილი ინებონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვინც ჩემი შვილის წამებაში მიიღო მონაწილეობა, არა მხოლოდ გიგა ბოკერიას, მის მეუღლესაც უნდა მოეთხოვოს პასუხი იმ შეურაცხყოფის გამო, რაც სულხანის მისამართით გადმოანთხია.

თუ ეს სახელმწიფო არ აგებინებს პასუხს, გინდ გიჟად ჩამთვალეთ, გინდ - მკვლელად და გინდ - ხულიგნად, მე, თამაზ მოლაშვილი, პირობას გაძლევთ, დედას ვუტირებ ყველას, ვინც ჩემი შვილი აწამა და ნელი სიკვდილით მოკლა. ვიმეორებ -  გინდ გუშინ მოვმკვდარვარ, გინდ - დღეს და გინდ - ხვალ, აუცილებლად ჩავიდენ სისულელეს და მერე ნუღარ მომთხოვთ პასუხს!“ - განაცხადა "ასავალ-დასავალთან" თამაზ მოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×