რეზონანსი
16.12.2018

 დედაქალაქის საახალწლო ნაძვის ხეს რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. როგორც დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, ნაძვის ხეს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში აწყობენ. "პრაიმტაიმის" ცნობით, იქ თბილისისი მერი კახი კალაძეც იმყოფება.

ცნობისთვის, დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წლების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ იდგმებოდა, თუმცა, წელს თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის რესპუბლიკის მოედანზე განთავსების გადაწყვეტილება მიიღო.

პარლამენტის წინ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციას მართავენ და თავისი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ. შვილმოკლულ მამებს მერიამ სხვა ტერიტორიაზე გადანაცვლება სთხოვა, რასაც მათი და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ნაძვის ხის რესპუბლიკის მოედანზე განთავსების გადაწყვეტილება, შესაძლოა სწორედ ამ გარემოებას უკავშირდებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×