რეზონანსი
15.12.2018

 ფონდ “პეგასის” ხელმძღვანელი თამუნა იარაჯული სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება ხვალ დაგეგმილ ინაუგურაციაზე ჟურნალისტ ელისო კილაძის მიწვევას და მოითხოვს გასაჯაროვდეს იმ პირის ვინაობა ვინც ელისო კილაძეს მოსაწვევი გაუგზავნა.

“საზოგადოების დიდ ნაწლის აინტერესებს და ვალდებული ხართ გაასაჯაროვოთ ვინ დაპატიჟა ქალი რომელიც სრულიად ერს აყენებს შეურაწყოფას, აქვე მინდა მივმართო ამ ადამიანს იქნება გადაგეხედათ მისი სტატუსებისთვის ეს ჟურნალისტურ ეთიკის ნორმებში ჯდება ეს ქალი არის დამნაშავე თავის გამაღიზიანებელი სტატუსებით. ველოდებით გასაჯაროვდეს ავტორი მოსაწვევის გამგზავნი, რომელიც, სავარაუდოდ, მაღალჩინოასანია. აქვე დაუსვამ შეკითხვას, იქნება თაროზე შემოდებულ გამოსაძიებელ საქმეებზე მოხდეს თქვენი მხრიდან ჩარევა რადგან სხვა საქმეებში ერევით, სავარაუდო “ჩიტი” დადგენილია და ის ვინც ეს გააკეთა ასევე ელისოს თანამონაწილეა ყველა მისი მხრიდან განხორციელებულ სიბინძურეში! აქვე მინდა შეკითხვა დაუსვა ასე რამ დაგიმდაბლათ სული და სხეული რომ სრულიად ერს შეაძულეთ თავი?!" - წერს თამუნა იარაჯული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×