რეზონანსი
15.12.2018

 ლანჩხუთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა.შემთხვევა გუშინ მოხდა. სასულიერო გიმნაზიის ჩასახვევთან, 9 წლის გიორგი ჩხაიძეს მსუბუქი აბტომანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადადიოდა.

ბავშვი, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, ჯერ ლანჩხუთის „ავერსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა გახდა საჭირო.

დაშავებული თავის მძიმე ტრამვით და მრავლობითი დაზიანებებით ქუთაისის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმეა. ბავშვი რეანიმაციუ განყოფილებაშია მოთავსებული.

შსს-ს ცნობით, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×