რეზონანსი
15.12.2018

 (რეზონანსი) მკვლელობა მარნეულში - 60 წლის ქალი მეზობლებმა საკუთარი სახლის სარდაფში დამარხული იპოვეს.

"რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, ბასტი მამედოვას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ქალს ოჯახი არ ჰყავდა და მასთან ერთად მხოლოდ მისი ძმისშვილი ცხოვრობდა, რომელიც თავადაც დაკარგულია. მეზობლებს ეჭვი აქვთ, რომ მკვლელი სწორედ ის არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×