რეზონანსი
15.12.2018

 (რეზონანსი) მარნეულში, სოფელ კიროვკაში ნიჯად მამედოვა, თავში ბლაგვი საგნის ჩაარტყმის შედეგად არის მოკლული, - ამის შესახებ განცხადებას მოკლულის მეზობლებმა განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 70 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, წუხელ არის მოკლული და ცხედარი დილით დაღუპულის ძმისშვილმა ნახა

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ეზოში მიწა იყო ამოთხრილი, სავარაუდოდ, მოკლულის დასამარხად.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×