რეზონანსი
15.12.2018

 "რესპუბლიკური პარტია" ხვალ თელავში დაგეგმილ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი აცხადებს.

"16 დეკემბრის აქციას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევუერთდებით. ჩვენ არც ფილარმონიაში ვყოფილვართ, არც 2 დეკემბრის აქციაზე - მიტინგზე, სადაც სააკაშვილი აცხადებდა - მივესალმოთ პრეზიდენტ გრიგოლ ვაშაძესო. ეს ჩვენი მხრიდან პროგნოზირებადი იყო. ბუნებრივია, ამაში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით. რაც შეეხება პროპორციულ სარჩევნო სისტემას, ამაში "რესპუბლიკელები" ისევე, როგორც სრულიად საქართველოს ოპოზიცია, ერთიანები ვართ და ვაშაძის მიერ გამოცხადებულ მიდგომას ჩვენც ვიზიარებთ", - ამბობს ბერძენიშვილი "2020NEWS"- სთან.

"რესპუბლიკურმა პარტიამ" საპრეზიდენტო არჩევნებში, "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი. "რესპიბლიკური პარტიის" გარდა, აქციას არც "გირჩი" უერთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×