რეზონანსი
15.12.2018

 (რეზონანსი) ფოთში, ბერდიანსკის ქუჩაზე, ბუნებრივი აირით ბებია და შვილიშვილი მოიწამლნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

"112-ის ბრიგადამ შემოიყვანა ორი პაციენტი, 70 წლის ქალი და 12 წლის ბავშვი. ისინი მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და შესაბამისი გამოკვლევა უტარდებათ. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია", - აღნიშნა თეა მიგინეიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×