რეზონანსი
15.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საფრანგეთიდან ბევრი სტუმარი ჩამოვა.

„ბევრი ფრანგი ჩამოდის, რაც საკმაოდ ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე იყო. მან უარი თქვა მოქალაქეობაზე და ეს მაშინ საფრანგეთის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, თუმცა მას საფრანგეთში ბევრი მეგობარი ჰყავს. ასე რომ ვფიქრობ, ეს ჩვენთვის და საქართველოსთვის კარგი საშუალებაა, რადგან საერთაშორისო მასშტაბით მეტ ყურადღებას მიიქცევს", - განაცხადა პასკალ მენიემ.

საქართველოში საფრანგეთის ელჩი ამბობს, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოში ხვალ ჩამოვა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადაწყვიტა, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საფრანგეთის წარმომადგენელი ნიკოლა სარკოზი ყოფილიყო", - განაცხადა პასკალ მენიემ.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ხვალ გაიმართება. ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ფიცის დადების ცერემონია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართება.

ინაუგურაციას საქართველო კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×