(რეზონანსი) რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ე.რ., 2001 წელს დაბადებული ე.გ. და 1997 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.რ.-მ და ე.გ.-მ რუსთავში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლიდან მობილური ტელეფონი, ფული, ასევე სამკაულები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ქვემო ქართლში სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს რ.ი.-ც, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, რუსთავში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 9 500 აშშ დოლარი გასტაცა.
გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევითა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.