რეზონანსი
15.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადებს. ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს 55 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×