(რეზონანსი) "ქართული ოცნებიდან" რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში", - ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.
მისი თქმით, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს „ქართული ოცნების" წევრებთან.
ადა მარშანიამ დაადასტურა, რომ მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს გედევან ფოფხაძესთან, რომელზეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს" უერთდებოდა.
„გედევან ფოფხაძის ფიგურა უკვე გამოირიცხა სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი დეპუტაცია გავაგრძელებთ ბრძოლას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები „ქართული ოცნების" წევრ მამაკაცებთან. „ქართული ოცნებიდან" რამდენიმე ადამიანს ველოდებით, რომ გადმოვიდეს „პატრიოტთა ალიანსში", - განაცხადა ადა მარშანიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „7vs1".