რეზონანსი
15.12.2018

 გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, რომელთაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციაში მონაწილეობა სურთ, თელავისკენ თბილისიდან გაემართებიან.

როგორც დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის განკუთვნილ სარეგისტრაციო ფორმაშია ნათქვამი, შეკრება 16 დეკემბერს, 09:00-ზე, აეროპორტის გზაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის მიმდებარედ დაიწყება. ფორმის მიხედვით, აქტივისტები ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფენ და ერთად გაემართებიან თელავში.

“ძალიან ბევრ ადამიანს სურს შემოგვიერთდეს კვირას დაგეგმილ აქციაზე, ამიტომ, ღონისძიება რომ ორგანიზებული იყოს, ვიკრიბებით და თელავისკენ მივემართებით ერთად”, – აცხადებს ოპოზიცია.

"ნეტგაზეთის" ცნობით, გაერთიანებული ოპოზიცია ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავის გარდა, აქციებს სხვა ქალაქებშიც გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×